“მის გერმანია 2024” წლის ტიტული 39 წლის მიგრანტ ქალს, აპამე შონაუერს მიანიჭეს.
“2024 წლის 24 თებერვალს, ის გერმანიის ყველაზე ლამაზი ქალის გვირგვინის მფლობელი გახდა, რომელმაც 8 კონკურსანტი დაამარცხა.
გამარჯვებული პროფესიით არქიტექტორია, რომელიც 6 წლის ასაკში ირანიდან დედასთან ერთად გაიქცა და საცხოვრებლად გერმანიაში გადასახლდა. მან ცხოვრებისეულ სიმძიმეებს გაუძლო, იმუშავა და გახდა წარმატებული ბიზნესმენი.
დაქორწინებულია გერმანელზე და ჰყავს ორი შვილი. ახლა მას სურს წაახალისოს სხვა ქალები და მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა მიგრანტ ქალებს, რადგან მან ყველაზე კარგად იცის, რამდენად რთულია ახალ გარემოსა და ცხოვრებაში ინტეგრირება და ასევე ის, რომ იყო წარმატებული.”– წერია კონკურსების სააგენტოს “MISSGERMANY”-ს ვებ გვერდზე.