ფილარმონიის წინ ცნობილი ქართველი კონცერტმაისტერის, ნუცა ჯანელიძის ვარსკვლავი გაიხსნა, რომლის ინიციატორიც, ტრადიციულად საქართველოს კულტურის პალატა იყო.
ვარსკვლავის გახსნამდე გაიმართა საიბულეო საღამო სახელწოდებით “თბილისი ხომ სიმღერაა”, რომელიც ასევე ნუცა ჯანელიძეს მიეძღვნა.
ღონისძიების ბოლოს კი მთავარი სიურპრიზის დროც დადგა – ნუცა ჯანელიძეს, მისმა მეგობარმა სოსო ტყემალაძემ საჩუქრად ბინა გადასცა.