ჯგუფ Nightwish-ის ყოფილი ვოკალისტი Tarja Turunen თბილისში ჩამოდის. კონცერტი კლუბ “მონო ჰოლში”, 17 ივნისს გაიმართება.
Tarja Turunen ფინელი წარმოშობის საოპერო მომღერალია, რომელიც ჯგუფ ‘Nightwish”-ის პირველი ვოკალისტი იყო და დღემდე რჩება ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად, მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლიდან მან სოლო კარიერა გააგრძელა.
იხილეთ მისი ბოლო ჯგუფური გამოსვლა Nightwish-თან ერთად, კონცერტიდან “End Of An Era”, სადაც ის უკვე კლასიკად ქცეულ სიმღერას “The Phantom O f The Opera” ასრულებს.