რატომ სჭირდება ყველა კომპანიას სააღრიცხვო პოლიტიკის გაწერა?

დამეთანხმებით, რომ ბიზნეს სამყაროში პროცესების თანმიმდევრულობა წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. განსაკუთრებით კი ეს ფინანსურ ანგარიშგებას ეხება. სტანდარტიზებული სააღრიცხვო პოლიტიკების გაწერა უზრუნველყოფს თქვენი ფინანსური ანგარიშგების მომზადებას წლიდან წლამდე ერთი და იგივე პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით. ეს კი გაძლევთ შესაძლებლობას მარტივად და თვალსაჩინოთ შეადაროთ კომპანიის ყოველწლიური შედეგები. შესაბამისად სააღრიცხვო პოლიტიკის გაწერა თავის მხრივ აძლიერებს ინვესტორების, კრედიტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ნდობას თქვენდამი. 

ას მოიცავს სააღრიცხო პოლიტიკების გაწერა?

სააღრიცხვო პოლიტიკა არის წესებისა და მითითებების ერთობლიობა, რომელსაც კომპანია ადგენს ფინანსური ოპერაციების –

  • აღრიცხვისთვის;
  • შეფასებისთვის; 
  • ანგარიშგებისათვის.

 სააღრიცხვო პოლიტიკების გაწერა განსაზღვრავს, თუ როგორ აწარმოებს კომპანია ჩანაწერებს გარკვეულ სფეროებში, მაგალითად როგორიცაა:

  • საფონდო შეფასება; 
  • ძირითადი საშუალებების ცვეთა; 
  • შემოსავლების აღიარება; 
  • გამჭვირვალობა;
  • შეცდომების შემცირება; 
  • გაუმჯობესებული გადაწყვეტილების მიღება;

ძალზე მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ კომპანიის ყველა განყოფილებამ დაიცვას და იმუსაოს ერთნაირი სტანდარტებით. მის საუკეთესო შესაძლებლობაა სააღრიცხო პოლიტიკის გაწერა ოფიციალური დოკუმენტაციის შექმნით, რომელიც ასახავს კომპანიის მიერ არჩეულ მეთოდებს სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად.

ეს დოკუმენტი ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა შესაბამისი პერსონალისთვის და პერიოდულად უნდა გადაიხედოს, რათა დარწმუნდეთ, რომ იგი შეესაბამება საბუღალტრო სტანდარტების ან ინდუსტრიის ნებისმიერ ცვლილებას.

რომ შევაჯამოთ, სტანდარტიზებული სააღრიცხვო პოლიტიკების გაწერა ბევრი დადებითი თვუსების მატარებელია და შეუძლია უზრუნველყოს ბიზნესი მკაფიო, თანმიმდევრული და საიმედო ფინანსური ანგარიშგება. ეს კი აუცილებელია ბიზნესის განვითარებისათვის, რადგან იწვევს დაინტერესებული მხარეების ნდობის ამაღლებას და გრძელვადიანი ფინანსური წარმატების მისაღწევად.

თუ თქვენ გადაწყვეტთ სააღრიცხვო პოლიტიკების გაწერას და დანერგვას თქვენ კომპანიაში, „ენთები“ გაგიწევთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ კვალიფიციურ მომსახურებას. 

“ენთები” ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური სერვისების აუთსორსინგის კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად 500-ზე მეტ კლიენტ კომპანიას უწევს მომსახურებას –

  • ხელმისაწვდომ ფასად;
  • საერთაშორისო პროფესიული;
  • ეთიკის სტანდარტების დაცვით.

 

ეტი ინფორმაციის გასაგებად, შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოს წამყვან საბუღალტრო კომპანიის “ენთების” ოფიციალურ ვებ-გვერდს https://ants.ge/.  

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *