Categories სიახლე

საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალში გადავიდა

საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალში გადავიდა.

ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე დღევანდელ საღამოზე მე-11 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა.

მაყურებლის გადაწყვეტილებით საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი.

წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობს.

ევროვიზია 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვედეთი ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *