20 მაისს, მარჯანიშვილის თეატრის წინ მსახიობ ნანი ჩიქვინიძის ვარსკვლავი გაიხსნა.
საქართველოს სახალხო არტისტი ნანი ჩიქვინიძე 1971 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. მან ბავშვობიდანვე შეაყვარა თავი მაყურებელს თავისი კინოროლებით. ხოლო მოგვიანებით, გამორჩეული სცენური სახეები შექმნა მედეა კუჭუხიძისა და თემურ ჩხეიძის სპექტაკლებში.
მონაწილეობდა მარჯანიშვილის თეატრის დადგმებში: „პროვინციული ამბავი” (ზიზი), „ჯაყოს ხიზნები” (მარგო), „სეილების პროცესი” (ელიზაბეტი), „მეფე ლირი” (რიგანი), „სასიყვარულო ბარათები” (მელისა), მშვენიერი კვირა დღე” (დოთი), „ანა კარენინა” (კიტი), „თავადის ასული მერი” (ვერა), „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე” (კოჰარუ), „ეთერიანი” (ეთერი), „ურიელ აკოსტა” (სპინოზა) და სხვ. კინოფილმებში: „მაგდანას ლურჯა” (კატო), „სხვისი შვილები” (ლია), „გზა მშვიდობისა, ჯაყო!“ {რომანის „ნუ გეშინია, დედა!“ ეკრანიზაცია} (დედა), „თამუნია” (თამუნია) და სხვ. სატელევიზიო სპექტაკლებში: „კუკარაჩა” (დედა), „მარადისობის კანონი” (დედა), „ჩვენებურები” (ზენარი) და სხვ.