Categories სიახლე

Anastacia-მ ახალი სინგლი და ვიდეო გამოუშვა

ამერიკელმა მომღერალმა ანასტასიამ ახალი სინგლი “Best Days” გამოუშვა, რომლის ოფიციალური ვიდეოც ორიოდე საათის წინ გამოქვეყნდა მის არხზე.

ეს არის სიმღერა 2023 წლის ალბომიდან “Our Songs” რომელიც მალე გამოვა ბაზარზე.

ანასტასია ფართო აუდიტორიამ 2000-იანი წლების დასაწყისში გაიცნო. აღსანიშნავია მისი გამორჩეული ვოკალი და ხშირად ადარებენ მას ტინა ტერნერს.

მომღერალს გაყიდული აქვს 10 მილიონზე მეტი ალბომი ევროპაში. მისი პირველი ალბომია Not That Kind, რომელიც 1999 წელს გამოვიდა. 2002 წელს გამოვიდა ალბომი Freak Of Nature, 2004 წელს კი ალბომი სახელწოდებით Anastacia, რომლიდანაც სიმღერები Left Outside Alone, Sick and Tired და Heavy On My Heart ყველაზე მეტად შეიყვარა მსმენელმა.

მომღერლის განვლილი ცხოვრება არცთუ იოლია, რადგან 2000-იანი წლების დასაწყისში  მკერდის სიმსივნე აღმოაჩნდა და მას შემდეგ მუდმივად უწევს ჯანმრთელობის კონტროლი და პერიოდულად ტაიმ-აუტის აღებაც.

მომღერალს არც პირად ცხოვრებაში გაუმართლა და მისი ქორწინება მისივე დაცვის წევრ ვეინ ნიუტონთან ხანმოკლე აღმოჩნდა.

მისი ამჟამინდელი ტურნე სახელწოდებით ‘I’m outta lockdown Tour” რამდენჯერმე გადაიდო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამ ეტაპზე ანასტასია აგრძელებს აღნიშნულ ტურნეს და პრობლემების მიუხედავად, ადამიანებს მოტივაციას აძლევს, იბრძოლონ სიცოცხლისთვის და გააგრძელონ ცხოვრება.

Radio 24 – გიორგი ლაღიძე.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *